вторник, 8 апреля 2014 г.

7დღე

  დღეს დავიწყეთ შეფასების სქემების განხილვით. განხილვა ცხარე კამათში და დისკუსიაში გადაიზარდა. საბოლოოდ შევთანხმდით ყველასათვის მისაღებ ფორმაზე.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა სახის სქემებს, ვიმსჯელეთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. გამოვყავით ჩვენი საგნისთვის ყველაზე მისაღები ფორმები.
    გადავამოწმე პროექტის გეგმა და შევიტანე ცვლილებები.

6 დღე

დღეს ჩვენ გავაგრძელეთ  კოლეგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების მოსმენა და განხილვა. დრაივ დისკზე ტვირთე ჩემი საქაღალდე ომეშიც განთავსებულია ემი  პორტფოლიო. პორფოლიოში ავტვირთე ჩემი მასალები პროექტთან დაკავშირებით.
ჩემი პორთფოლიო მივამაგრე  ბლოგზე. გავაკეთე შეფასების ტესტი.
გავეცანი მე-5 მოდულს.  

5 დღე

     დღეს ჩვენ წარვუდგინეთ ერთმანეთს პრეზენტაციები. მე წარვადგინე ჩემი ნამუშევარი.საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე. გიორგიმ რამდენიმე ხარვეზზე მიმითითა და მათი გამოსწორების  საშუალებები მასწავლა.  
     დღეს ვისწავლე ვიდეოების განთავსება ბლოგზე. მე ავირჩიე საინტერესო ვიდეო და განვათავსე ჩემ ბლოგზე.
     განვიხილეთ საგანმანათლებლო ინტერნეტ-რესურსები, ინტელგას ბლოგ. შევაფასეთ და დავაკომენტარეთ პარალელური ჯგუფის პედაგოგების ნამუშევრები. მე რუსული ენის მასწავლებელის ნამუშევარს გავეცანი, მას მეტად საინტერესო თემა აქვს არჩეული. გავეცანი მე-4 მოდულს. შევქენი კედლის გაზეთის შაბლონი.

4 დღე

     მე-4-ე დავიწყეთ ლინკების დადების შესწავლით. მონაწილეებმა გავცვალეთ ბლოგების მისამართები. ვისწავლეთ ბლოგის სტრუქტურის შევლა, კომენტარების დამატება და წაშლა.
განვიხილეთ თვითვეული მონაწილის პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევასწორეთ დახმარებით ხარვეზები. საინტერესი იყო ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენა.
ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება (საავტორო უფლებები)

3 დღე

    დღეს ბლოგის ფონის შეცვლა ვისწავლეთ. ვიმუშავეთ დრაივში, ავტვირთეთ და ჩამოტვირთეთ მასალები. დრაივში შევქმე კიხვარის ნიმუში რომელსაც ჩვენს მომავალ სასწავლო პროექტში გამოვიყენებთ. შევადგინეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ გრაფიკი და კიხვარი. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში: განვიხილეთ სხვადასხვა კითხვების ტიპები ( ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი). ავირჩიეთ თემა და შევადგინეთ სამივე ტიპის კითხვები.მუშაობა საინტერესო ხდება. განვიხილეთ შეასების კრიტერიუმები და ავირჩიე საჭირო პუნქტები. ჩავამატეთ ინფორმაცია ჩეკლისტში.
     განვიხილეთ Power Point-ის საპრეზენტაციო პროგრამა. ვისწავლეთ სლაიდების დამატება და მა გაფორმება, სურათების და აპლიკაციების დამატება. გავაკეთეთ პრეზენტაცია
.


2 დღე

საინტერესო დღე იყო. ჩვენ შევქვენით ბლოგები. ვისწავლეთ მათი გაფორმება.
შევავსეთ ჩეკლისტი. გავაანალიზეთ ნასწავლი. განვათავსეთ ინფორმაცია ბლოგზე.
შევქენით პროექტის ბუკლეტები.

1 დღე

 დღეს პირველი გაკვეთილი გაკვეილი გვქონდა. ჩვენ  ჯგუფში ორი „სტუმარი“ დაგვხვდა საინტერესო ქალბატონები არიან, გავიცანით ერთმანეთი. ტრენერი დარწმუნებულია ჩვენს მომავალ წარმატებებში. ჯგუის წევრები სხვადასხვა საგნის პედაგოგები ვართ. ვიმედოვნებ  ბევრი საინტერესო სიახლის სწავლას შევძლებ.

     ვისწავლეთ ელ.ფოსტის შექნა, პრაქტიკულად გამოვიყენეთ ელ.ფოსტის შესაძლებლობები.
გავეცანით ტრენერის ბლოგს. დავათვალიერეთ და განვიხილეთ მასწავლებლების მიერ შექმნილი პროექტები. გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვისწავლეთ მისი გამოყენება.  შევქენით მომავალი პროექტის პორფოლიო.